სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები eptisa-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ
2 აპრილს ცაგერის მუნიციპალტეტში ორგანიზაცია eptisa-ს წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს და მერიის სამსახურების უფროსებს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,მოადგილე რევაზ ხეცურიანი,მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გიორგი მახათაძე და მიხეილ მეშველიანი.
პროექტი,რომელიც შეხვედრაზე იქნა განხილულული, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებას მათ ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამოყალიბებაში,განვითარებაში,შესყიდვაში,მართვასა და მონიტორინგში.საბოლოო მიზანი მუნიციპალიტეტების ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობაა და შესაბამისად,ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება.


