სიახლეები

წარმოგიდგენთ მიმდინარე წლის ივლისში, საავტომობილო გზების ინსპექტირების ფარგლებში, გადაღებულ ვიდეომასალას

ვინაიდან, სოციალური ქსელით გავრცელებულმა ცაგერის გზის მონაკვეთზე განთავსებული საგზაო ნიშნების ამსახველმა ფოტომ საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია, წარმოგიდგენთ მიმდინარე წლის ივლისში, საავტომობილო გზების ინსპექტირების ფარგლებში, გადაღებულ ვიდეომასალას.
ვიდეოდან ნათლად ჩანს, რომ ფოტოზე აღბეჭდილ გზის მონაკვეთზე საგზაო ნიშნები ივლისში განთავსებულია შესაბამისი სტანდარტების დაცვით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ემსახურება საერთაშორისო და შიდასახლმწიფოებრივი მნიშვენლობის 6970 კმ საავტომობილო გზების ქსელს
საავტომობილო გზებით მოსარგებლეთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრნველსაყოფად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს ყოველდღიურ მოვლა-შენახვის სამუშაოებსა და ზედამხედველობას, რომელიც მოიცავს საგზაო ქსელის ყოველდღიურ ინსპექტირებას, ტექნიკური მახასიათებლების მონიტორინგს და სხვა ღონისძიებებს.
ასევე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად, საავტომობილო გზების ქსელის ინსპექტირების ფარგლებში, ხორციელდება ფოტო და ვიდეო გადაღება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად შესაბამისი დამატებითი რეკომენდაციების მომზადება.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე საგზაო უსაფრთხოების ინსპექტირება განხორციელდა მიმდინარე წლის 8 ივლისს. ვიდეომასალაში ჩანს, რომ გზის მონაკვეთზე საგზაო ნიშნები განთავსებულია სტანდარტის დაცვით. შესაბამისად, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოდთ, რომ საგზაო ნიშნები არასწორი მიმართულებით შებრუნებულია ფიზიკური ზემოქმედების შედეგად
სამწუხაროდ, მსგავი ფაქტი არ არის პირველი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოვლა-შენახვის კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს საკმაოდ ხშირად უწევთ ფიზიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანებული საგზაო ნიშნების გამოსწორება.

სიახლეები