სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა მუნიციპალური ინტელექტ- ჩემპიონატი ,,რა? სად? როდის?"

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა მუნიციპალური ინტელექტ- ჩემპიონატი ,,რა? სად? როდის?".
ღონისძიების ორგანიზატორები გახლდნენ ცნობილი ინტელექტუალები ლეჩხუმიდან-გოგა გუგავა და ფრიდონ ლიპარტელიანი.თანაორგანიზატორი- ახალგაზრდული ცენტრი /ხელმძღვანელი მამუკა ჩიქოვანი/.მხარდამჭერები: რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობდა 4 გუნდი.საინტერესო, დაძაბულ პაექრობაში გამარჯვება მოიპოვა ცაგერელ სტუდენტთა გუნდმა ,,ტკივილის ექვსი გზა", მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა ,,ხომლი".
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ სპეციალური თასი, ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაწესებული ფულადი პრიზები და სიმბოლური საჩუქრები მერიისა და საკრებულოსგან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები- მარიკა კოპალიანი და გიორგი გუგავა, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
ვულოცავთ ლეჩხუმელ ინტელექტუალებს დღევანდელ წარმატებას!

სიახლეები