სიახლეები

ცაგერში საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პროექტი განიხილეს

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პროექტის რეგიონული განხილვები გრძელდება. პროექტის განხილვა ამჯერად ცაგერის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
სტრატეგიის განხილვაში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სსიპ ტურიზმის განვითარების ეროვნული ადმინისტრაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი გონაძე, მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პოლიტიკის მიზანია ინკლუზიური და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება
მინისტრის მოადგილემ სხვა სტუმრებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად სოფელ ლასურიაშში ყველის საწარმო, კოოპერატივი „ჭრელა-2017“ მოინახულა, აგრეთვე დაათვალიერა მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები ცაგერში, მათ შორის N2 საბავშვო ბაღი და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი.

სიახლეები