სიახლეები

ცაგერის კულტურის ცენტრში, კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საქველმოქმედო კონცერტი ‘’ერთად იზასთვის’’ გაიმართა

ცაგერის კულტურის ცენტრში, კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საქველმოქმედო კონცერტი ‘’ერთად იზასთვის’’ გაიმართა.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა: ,,სალაღობომ", ,,მერდინმა", კომპოზიტორმა ნუკრი კარკაძემ, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.
ღონისძიებას უძღვებოდა კულტურის ცენტრის დირექტორი დარეჯან საღინაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა, მერის მოადგილე რევაზ ახვლედია ი.
მუსიკის პედაგოგს, მრავალი მუსიკალური პროექტის ავტორს, ქალბატონ იზა ჩაკვეტაძეს სასწრაფოდ ესაჭიროება რამდენიმე ეტაპიანი რთული ოპერაცია.
გვჯერა,რომ ადამიანების თანადგომით ქალბატონი იზა გამოჯანმრთელდება, მკურნალობის საუკეთესო შედეგს მიიღებს და კვლავ მრავალ თაობას აღზრდის თავისი დაუღალავი ენერგიით და პროფესიონალიზმით.

სიახლეები