სიახლეები

14 წელი აგვისტოს ომიდან

14 წელი აგვისტოს ომიდან.
საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო უმძიმესი დღეები, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია!
ქედს ვიხრით დაღუპულთა ხსოვნის წინაშე.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

სიახლეები