სიახლეები

კიდევ ერთი წელიწადი გავიდა აგვისტოს ომიდან

კიდევ ერთი წელიწადი გავიდა აგვისტოს ომიდან.
დღეს, ტრადიციულად, პატივი მიეგო ლეჩხუმელი გმირის, აგვისტოს ომში, რუსეთის ოკუპაციისგან სამშობლოს დასაცავად თავგანწირული ზურაბ ეფაძის ხსოვნას.
გმირის საფლავი სოფელ ჩხუტელში გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა,მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, ზურაბ ეფაძის მეგობრებმა სამხედრო დანაყოფიდან, ლეჩხუმის საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დაშვებულია სახელმწიფო დროშები

სიახლეები