სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოს სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ გაფართოებული თათბირი გამართა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოს სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ გაფართოებული თათბირი გამართა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
თათბირის დასაწყისში, პაპუნა მარგველიძემ დამსწრე პირებს სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე-ქრისტინე კობახიძე წარუდგინა. აღნიშნა, რომ რეგიონის წარმატება დამოკიდებულია თითოეული თანამშრომლის აქტიურ მუშაობასა და მხარეში მიმდინარე პროცესებში მაქსიმალურ ჩართულობაზე.
სამუშაო თათბირი გასულ კვირას რეგიონში უმნიშვნელოვანესი სიახლის აღნიშვნით დაიწყო. მოგეხსენებათ, რომ ქ. ამბროლაურში დიალიზის სერვისი ამოქმედდა პაციენტები შესაბამის მომსახურებას საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ამბროლაურის სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებენ. კლინიკა ამ დროისათვის, სრულად, აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით და სპეციალისტებით. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო სფეროს მიმართულებით მხარის მასშტაბით კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება.
სახელმწიფო რწმუნებულმა მოისმინა სამხარეო სამსახურების უფროსების მხრიდან ინფორმაცია სფეროების მიხედვით აქტუალურ საკითხებზე. აგრეთვე განიხილეს მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და შეაფასეს არსებული მდგომარეობა.
შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, დაისახა კონკრეტული გეგმები, სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალური და რეგიონული სამსახურების კოორდინირებული მუშაობით, არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

სიახლეები