სიახლეები

პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ონის მუნიციპალიტეტში გამართა.
საბჭოს სხდომაზე განიხილეს:
ინფორმაციები მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე
ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები
სპორტის განვითარების სამომავლო პერსპექტივები
ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები.
სხდომაზე, სახელმწიფო რწმუნებულის მიერ რეკომენდაციები მიეცათ მერებს მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ: ყველა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.
სხდომას სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინე კობახიძე და მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭო ხელს უწყობს მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ერთობლივ და კოორდინირებულ მუშაობას, რაც რეგიონის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სიახლეები