სიახლეები
წარმატებები ქალბატონ ხათუნა ღურჭუმალიძეს
ცაგერის რაიონში, სოფელ ნასპერის სკოლის მასწავლებელია, სადაც მხოლოდ 7 მოსწავლე სწავლობს
ძირითადი პროფესიის გარდა, ის ბიომეურნეობას უძღვება და ერთნოკულინარიით არის დაკავებული.
ხათუნა ეთნოკულინარიით განსაკუთრებით მაშინ დაინტერესდა, როდესაც ძველი ამბებისა და ლეგენდების მკვლევარების ჯგუფის მეგზური იყო ცაგერის რაიონში. ოჯახებში სტუმრობის დროს მან ბევრი უძველესი კერძი აღმოაჩინა, რეცეპტების კრებული შეადგინა და შემდეგ მათ გაცოცხლებას მიჰყო ხელი. ამ კერძებისთვის აუცილებელი კულტურები კი საკუთარ მიწაზე ეკოლოგიურად ჯანსაღი მეთოდებით მოიყვანა.
“პირველ რიგში, ფესტივალში მონაწილეობა საშუალებას მაძლევს მივიღო მეტი ცოდნა კულინარიის შესახებ.
მინდა ადამიანებმა გამიცნონ “გემო ფესტის” მეშვეობით, რაც პირდაპირ ნიშნავს მეტ სტუმარს ჩემს მეურნეობაში. Რითიც, ჩემი სახლი და სოფელი მეტად გაცოცხლდება.
მთავარი მიზანიც ეს არის. არ დაიცალოს სოფელი და ცაგერში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს.”
------------
ყველას გელოდებით გემო ფესტზე, 26 და 27 აგვისტოს


