სიახლეები
26 აგვისტოს ლეჩხუმში გაიმართება მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღესასწაული ,,მაქსიმობა''
მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ლეჩხუმში, ქალაქ ცაგერში, გაიმართება მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, დიდი ღვთისმეტყველის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღესასწაული ,,მაქსიმობა''.
სადღესასწაულო წირვა---10:00 სთ.
ლიტანიობა საკათედრო ტაძრიდან წმიდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავამდე--- 12:00 სთ.
პარაკლისი წმიდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში --- 12:30 სთ.
პარაკლისის დასრულების შემდეგ-ტრაპეზი კულტურული ღონისძიებით.


