სიახლეები

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაარსებიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავს

4 აპრილს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაარსებიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.ამასთან დაკავშირებით კვირის განმავლობაში,სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ღონისძიებები გაიმართა.
5 აპრილს ცაგერის მუნიციპალიტეტში მერიის,ადგილობრივი თვითმმართველობის,არასამთავრობო სექტორისა და რეგიონალური მედიის წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წარმომადგენელი და ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი უძღვებოდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეხვედრები და დისკუსიები სხვადასხვა სოფლების მოსახლეობასთან კვლავაც გაიმართება.

სიახლეები