სიახლეები

გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, გილოცავთ სტუდენტობას

ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდებო, აწ უკვე პირველკურსელებო!
გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, გილოცავთ სტუდენტობას.
მეც,თქვენთან ერთად, ვადევნებდი თვალს თქვენს მიღწევებს,თუ როგორ ულოცავდით წარმატებას ერთმანეთს, გილოცავდნენ მთელი გულით.
თქვენ იყავით აქტიური, წარმატებული მოსწავლეები, სხვადასხვა წარმატებულ პროექტსა თუ ღონისძიებაში ჩართულობით, გამჭრიახობით...
თქვენი საუკეთესო პედაგოგების და მშობლების დიდი დამსახურებაცაა,რომ ყველა თქვენგანმა წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების კარი შეაღო,საუკეთესო რეიტინგით.
თქვენ ხართ მაგალითი მომავალი თაობებისთვის,რომ ცოდნა არ იკარგება,ცოდნა ახარებს პირველ რიგში თქვენს გულებს და შემდგომ დიდი მწვერვალებისკენ გიხსნით გზებს.
გილოცავთ,თქვენს პედაგოგებთან და გულშემატკივრებთან ერთად,წინ იარეთ,არ გაჩერდეთ- თქვენი, ლეჩხუმის და საქართველოს საკეთილდღეოდ!
გიორგი ნემსაძე,
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი.

სიახლეები