სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია - „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია - „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრას ესწრებიდნენ მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში, დაინტერესებული მოქალაქეები.
აღნიშნული შეხვედრა ითვალისწინებდა საზოგადოებისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან, რეფორმით გათვალისწინებული და განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას, ადგილზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, ვებპორტალზე: SLR.napr.gov.ge რეგისტრაციასა და ინფორმაციის მოპოვებაში დახმარებას.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს სრულად აზომავს, დაარეგისტრირებს და მონაცემთა ერთიან ბაზას შექმნის.
სისტემური რეგისტრაციის რეფორმის დასრულების თარიღად გამოცხადებულია 2025 წლის პირველი იანვარი.

სიახლეები