სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში სამედიცინო აქცია გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ქალთა ორგანიზაციისა და საჩხერის სამედიცინო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, სამედიცინო აქცია გაიმართა.
მოწვეული ექიმები - აუდიოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი, პაციენტებს სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევებს უტარებენ, რომელიც მოიცავს უფასო კონსულტაციებსა და საჭირო რადიოლოგიურ კვლევებს.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე მარიკა კოპალიანი.

სიახლეები