სიახლეები
ცაგერის მუნუციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 1 სექტემბერს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა ყურაშვილი.
სხდომაზე განიხილეს საკითხები:
· ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერში თამარ მეფის ქ. №28 ძველი პოლიციის შენობის (ს/კ89.03.22.014) პირველ სართულზე მდებარე 80 კვ.მ ფართის კომერციული საქმიანობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით- იჯარით გაცემის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
· ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების-სატრანსპორტო საშუალება ავტომანქანა LAND CRUIZER (1999 წლის გამოშვება, სახელმწიფო ნომერი WWQ 430) ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზაციო საფასურის განსაზღვრის შესახებ.
საკითხებს მხარი დაუჭირეს დამსწრეებმა.


