სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 სექტემბერს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხაბულიანი.
სხდომაზე განიხილეს საკითხები:
- ,,ქალაქ ცაგერის ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის №51 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიეტის საკრებულოს 2022 წლის 6 აპრილის №22 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
საკითხებს მხარი დაუჭირეს დამსწრეებმა.


