სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალუდა თუთისანი ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალუდა თუთისანი, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიის შ.პ.ს. ,,ზაისი და კომპანია"-ს (ტექნიკური ზედამხედველობა) წარმომადგენლებს, მერიის ზედამხედველობის სამსახურის და ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტები.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროექტების განხორციელების ხარისხისა და ვადების მონიტორინგზე.


