სიახლეები
ბალნეოლოლოგიურ კურორტ ,,ლაშიჭალაში", ახალგაზრდული ღონისძიება შედგა
ა/ა/იპ ,,ახალგაზრდული ცენტრის"(ხელმძღვანელი მამუკა ჩიქოვანი) ინიციატივით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ბალნეოლოლოგიურ კურორტ ,,ლაშიჭალაში", ახალგაზრდული ღონისძიება შედგა.
ინტელექტუალური კონკურსი ,,რა?სად? როდის?", და მუსიკალური ,,მელომანი" ლეჩხუმელი ახალგაზრდების მონაწილეობით გაიმართა, რომლებიც ამ დღისთვის ორგანიზატორებმა კურორტზე შეკრიბეს.
დასასრულს ფილმის ჩვენება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინე კობახიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები: მარიკა კოპალიანი და გიორგი გუგავა.
ახალგაზრდულ ღონისძიებას ესწრებოდნენ კურორტის დამსვენებლები.


