სიახლეები
5-6 სექტემბერს ცაგერის სპორტის სასახლეში ჩატარდა მუნიციპალური ტურნირი ფრენბურთში ვაჟთა გუნდებს შორის
5-6 სექტემბერს ცაგერის სპორტის სასახლეში, ა(ა)იპ ფრენბურთის კლუბის ორგანიზებით(ხელმძღვანელი გია სილაგაძე), ჩატარდა მუნიციპალური ტურნირი ფრენბურთში ვაჟთა გუნდებს შორის.
მხარდამჭერები: მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო , ა(ა)იპ ახალგაზრდობის ცენტრი.
ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღო 6-მა გუნდმა-ქ.ცაგერი, სოფლები: ოყურეში, ბარდნალა, ზუბი, ჩხუტელი და დეხვირი.
შეჯიბრება ჩატარდა ორ ქვეჯგუფში წრიული სისტემით გამოვლინდნენ ნახევარფინალური და ფინალური წყვილები. ფინალში ცაგერის გუნდმა დაამარცხა ოყურეში 2:1 და გახდა ტურნირის ჩემპიონი.მესამე ადგილისათვის ბრძოლაში დეხვირმა დაამარცხა ზუბი 2:1.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ თასი, შესაბამისი ფულადი პრიზები და სხვადასხვა საჩუქრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა.


