სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 7  სექტემბერს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს  მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა გასხსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ჭაბუკი ჭაბუკიანმა.

მიღებულ იქნა  დადგენილებები:

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის  დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის  02 აგვისტოს  27  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის 28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 მიღებულ იქნა    განკარგულებები:

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში.

                           

ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერში    თამარ  მეფის  . 28 ძველი  პოლიციის შენობის (ს/კ89.03.22.014) პირველ სართულზე მდებარე 80 კვ.მ ფართის კომერციული საქმიანობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით- იჯარით გაცემის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

                                                                                                    

ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების-სატრანსპორტო საშუალება ავტომანქანა  LAND CRUIZER (1999 წლის გამოშვება, სახელმწიფო ნომერი WWQ 430)  ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზაციო საფასურის განსაზღვრის შესახებ.

 

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების  დამტკიცების შესახებ „ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 აპრილის 22 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) პარტნიორობით და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ.

                                                                                            

2022 წლის ზაფხულის პერიოდში ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების შესახებ. 

                                                          

,ქალაქ ცაგერის ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ” ცაგერის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2011 წლის  28 ოქტომბრის  51 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის  2022 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.

                                                  

 

 

 

სიახლეები