სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი ა/ა/იპ ,,სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრის" თანამშრომლებს შეხვდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი ა/ა/იპ ,,სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრის" თანამშრომლებს შეხვდა.
ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა ბურჯალიანმა ისაუბრა საბავშვო ბაღებსა და სხვა სკოლამდელ დაწესებულებებში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე.
მერის მოადგილემ განიხილა სააღმზრდელო დაწესებულებების მზაობა ახალი სასწავლო წლისათვის.
ახალ სასწავლო წელს სკოლამდელი დაწესებულებები სათანადოდ მომზადებული ხვდებიან.

სიახლეები