სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ,,საქართველო-პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის “ სასწავლო ცენტრის გახსნა
ცაგერის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ,,საქართველო-პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის “ სასწავლო ცენტრის გახსნა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში, პროფესორმა გარი ჩაფიძემ, ამ თემაზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მათი მოადგილეები, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის თანამშრომლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მშობლები და სხვა დაინტერესებული პირები.
სასწავლო ცენტრში გასაუბრების საფუძველზე მიიღებიან IX და XII-კლასდამთავრებულები, ასევე, X,XI,XII-კლასის მოსწავლეები სკოლაში სწავლის პარალელურად.
კოლეჯი დაკომპლექტდება ადგილობრივი და მოწვეული მაღალკვალიფიციური კადრებით.
სწავლების ხანგძლივობა სამი წელია და სწავლის გადასახადი 1000 ლარს შეადგენს.
კურსადამთავრებულები მიიღებენ სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ სამენოვან დიპლომს!
მსურველებს შეეძლებათ შეისწავლონ შემდეგი სპეციალობები:
1. კომპიუტერული ტექნოლოგიები
2. ფინანსები და ბუღალტერია
3. მშენებლობის მწარმოებელი
4. დაცვა-პატრულირება
5. გარემოს დაცვა
6. სოფლის მეურნეობის ბიზნესი და მართვა
7. ბანკის ოპერატორი
8. ექთნის თანაშემწე
9. ფარმაცევტის თანაშემწე
10. კბილის ტექნიკოსი
11. ვეტერინარი
12. ბაგა-ბაღის აღმზრდელი
13. სასტუმროს ადმინისტრატორი
14. რეგიონალური ტურიზმი
ახალი სასწავლო დაწესებულების გახსნისთვის აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროს მინიმუმ 50-მა მსურველმა.
რეგისტრაცია დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მისამართი: ქ.ცაგერი. რუსთაველის ქ.N 69.საკრებულოს შენობის პირველ სართულზე. ტელ.598242782 ასაკი შეუზღუდავია.
გახსნის შემთხვევაში კოლეჯი ფუნქციონირებას 3 ოქტომბრიდან დაიწყებს.


