სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა- ავთანდილ უგრეხელიძემ კომპლექსურ სპორტულ სკოლას საჩუქრები გადასცა

8 აპრილს ,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი - ავთანდილ უგრეხელიძე ეწვია კომპლექსურ სპორტულ სკოლას,მოზარდ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს.მათ გადასცა საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტისათვის საჩუქრად გადმოცემული სხვადასხვა სპორტული ინვენტარი (კალათბურთის ფარები 1 წყვილი, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა 1 კომპლექტი, კიმონოები, ფორმები, ბურთები, კრივის აღჭურვილობა და სხვა).
მერმა დიდი მადლიერება გამოხატა სამინისტროს მისამართით. მოზარდ სპორტსმენებს კი წარმატებები უსურვა სპორტულ სარბიელზე.