სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ სამუშაო თათბირი გამართა მერის წარმომადგენლებთან ტერიტორიულ ერთეულებში და ა/ა/იპ-ების ხელმძღვანელებთან

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ სამუშაო თათბირი გამართა მერის წარმომადგენლებთან ტერიტორიულ ერთეულებში და ა/ა/იპ-ების ხელმძღვანელებთან.
თათბირზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ძირითადი აქტივობები, მათ შორის: ინფრასტრუქტურული პროექტები, ტერიტორიულ ერთეულებში არსებული გამოწვევები, სოციალური პროგრამით დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობები და სხვა საკითხები.
მერმა მოისმინა ანგარიში და სამუშაო გეგმა ხელმძღვანელი პირებისგან.
თათბირს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი და მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.

სიახლეები