სიახლეები
გილოცავთ ახალ სასწავლო წელს
გულითადად გილოცავთ მასწავლებლებო და მოსწავლეებო ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო პროცესს გისურვებთ.
განსაკუთრებით მივესალმები იმათ, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს წელს ცოდნის ტაძარში, პირველკლასელებო თქვენს ცხოვრებაში ხომ ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, თქვენ სკოლის კედლებში უნდა ეზიაროთ სრულფასოვან ცოდნას, მერე კი ემსახუროთ თქვენს ქვეყანას ღირსეულად.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას და უფალს ვთხოვ, ჩვენი შვილები აღზრდილიყვნენ შემოქმედის სადიდებლად, მშობელთა სანუგეშოდ, ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.