სიახლეები
სასწავლო წელი განახლდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში
სასწავლო წელი განახლდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში.
ბაღების აღსაზრდელებს და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილეებმა- გიორგი გუგავამ, მარიკა კოპალიანმა, მერის მოადგილეებმა- ალუდა თუთისანმა და რევაზ ახვლედიანმა.
საბავშვო ბაღები სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს.დღეს სწავლა-აღზრდის პროცესი მუნიციპალიტეტის თხუთმეტივე საბავშვო ბაღში განახლდა.
ლაღ ბავშვობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს პატარა გოგო-ბიჭებს!


