სიახლეები

საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე’’- ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო

საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე’’- ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო.
აქციაში ლეჩხუმლებს შემოურთდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე თანამშრომლებთან ერთად.
აქციაში აქტიურად გახლდნენ ჩართული ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მათი მოადგილეები, მერიისა და საკრებულოს, ა/ა/ იპ ,,ახალგაზრდული ცენტრის" თანამშრომლები.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქუჩები, კეჭნარის პარკი, ლადო ასათიანის სახელობის ბულვარი, ,,მწვანე თეატრი", ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორია.
ცაგერის მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის აქციები ხშირად იმართება და მომავალშიც გაგრძელდება

სიახლეები