სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
სლოვაკეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს მიერ რაჭა-ლეჩხუმში ხორციელდება პროექტი ,,კომპლექსური ტურისტული პროდუქტის შექმნის გზით, მწვანე ტურიზმის პოპულარიზაცია ხვანჭკარასა და ტვიშის მიკროზონებში".
პროექტის ადგილობრივი პარტნიორები არიან სლოვაკეთი-საქართველოს სავაჭრო პალატა და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია.
პროექტის ასოცირებული პარტნიორი--საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ფინანსური მხარდამჭერი კი --სლოვაკეთის მთავრობის განვითარების პროგრამა 2019-2023.
ცაგერის მუნიციპალიტეტში პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე გიორგი გუგავა, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, ადგილობრივი მეწარმეები, დაინტერესებული პირები.
სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის მიზანი-ახალი, ყოვლისმომცველი ეკოტურისტული პროდუქტის განვითარება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ტვიშისა და ხვანჭკარის მიკროზონებში.
პროექტის განხორციელების ხანგრძლივობა 2024 წლის აგვისტომდეა და სხვადასხვა სახის აქტივობებს მოიცავს

სიახლეები