სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში, მერიის დაფინანსებით ხორციელდება ორსულთა დახმარების პროგრამა

ცაგერის მუნიციპალიტეტში, მერიის დაფინანსებით ხორციელდება ორსულთა დახმარების პროგრამა.
პროგრამა უზრუნველყოფს სიღარიბის ზღვარს ქვევით(12000 ქულიდან) სოციალურად დაუცველ ორსულთა სრულფასოვან კვებას.
დახმარება განისაზღვრება ყოველთვიურად, თვეში 140 ლარის პროდუქტით.პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ 12 კვირის და 12 კვირის ზემოთ ორსულებს.
სხვა დოკუმენტაციასთან ერთად ორსულს უნდა ჰქონდეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივი მცხოვრების სტატუსი.
მენიუში გაწერილია პროდუქტები, რომელთა მიღებაც აუცილებელი ორსულთათვის.
ლეჩხუმში მცხოვრებ აღნიშნული სტატუსის ორსულებს შეუძლიათ მიმართონ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიას

სიახლეები