სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულმა და ცაგერის მერმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.
9 აპრილის მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს და თავისუფლებისათვის ბრძოლისთვის დაღუპულებს პატივი მიაგეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.
ღონისძიება ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი გამოფენის დათვალიერებით გაგრძელდა და კულტურის ცენტრში გამართული ხსოვნის საღამოთი დასრულდა.

სიახლეები