სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 30 სექტემბერს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას  ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა  ყურაშვილი.

სხდომაზე განიხილეს საკითხები:

  •  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული ქონების , არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთების : 1. ცაგერი. სოფქვედა ცაგერი (/89.02.24.156); 2. ცაგერი. სოფ. ლაჯანა (/ 89.04.30.175); 3. ცაგერი. სოფჩხუტელი ( / 89.02.32.070); 4. ცაგერი. სოფ. სპათაგორი (/ 89.04.22.004); 5. ცაგერი. სოფორბელი (/89.04.25.222) სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის  საკუთრებაში გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის ქ. ცაგერში ასათიანის ქუჩაზე მდებარე  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების-არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საერთო ფართობით-4674.00 კვ.მ. ს/კ 89.03.21.090)  70 კვ. მ. ფართობის( (კეჭნარის არხის თავზე მოწყობილი ბეტონის ფილები) კომერციული საქმიანობისათვის(მსუბუქი კონსტრუქციის, გადასატანი ჯიხურის განთავსების უფლებით) პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით-იჯარით გადაცემის შესახებ თანხმობის  მიცემის თაობაზე.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების-არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით - 89.14.28.018 მდგომი ადმინისტრაციული შენობის ნაწილის ფართით - 30.00 კვ.მ. (მისამართი:  ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ალპანა) კომერციული საქმიანობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით-იჯარით გადაცემის შესახებ თანხმობის  მიცემის თაობაზე.
  •  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების-არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით - 89.03.24.001 მდგომი მუსიკალური სკოლის შენობის ნაწილის ფართით - 29.00 კვ.მ. (მისამართი:  ქ. ცაგერი, რუსთაველის ქ. N39) კომერციული საქმიანობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით-იჯარით გადაცემის შესახებ თანხმობის  მიცემის თაობაზე.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გაგულეჩში მდებარე  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების-არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საერთო ფართით-7327.00 კვ.მ. ს/კ 89.04.30.093)  1000,00 კვ. მ. ფართობის კომერციული საქმიანობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით-იჯარით გადაცემის შესახებ თანხმობის  მიცემის თაობაზე.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების-დ. აღმაშენებლის ქუჩაზე დაუმთავრებელი კორპუსის დემონტაჟის შედეგად მიღებული შემდეგი საამშენებლო მასალები:1.გადახურვის სქელტანიანი ფილები23 (ოცდასამი)ცალი 2. ფუნდამეტის ბლოკი 60(სამოცი) ცალი და რკინა-ბეტონის სარტყლის ფრაგმენტები  სხვადასხვა ზომის 10(ათი) ცალი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან ამოღებისა და ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული ქონების-სოფელ ალპანაში მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის (ს/კ89.14.28.006),  სოფელ   ორბელში მდებარე ერთსართულიანი  ყოფილი ამბულატორიის შენობის (ს/კ89.04.27.227)და დ.აღმაშენებლის ქუჩაზე დაუმთავრებელი კორპუსის დემონტაჟის შედეგად მიღებული შემდეგი საამშენებლო მასალები: 1.გადახურვის სქელტანიანი ფილები 23 (ოცდასამი)ცალი 2. ფუნდამენტის ბლოკი 60(სამოცი) ცალი და რკინა-ბეტონის სარტყლის ფრაგმენტები  სხვადასხვა ზომის 10(ათი) ცალი საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 05 აგვისტოს N42 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

            საკითხებს მხარი დაუჭირეს დამსწრეებმა.

 

 

 

 

 

სიახლეები