სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ქალაქ ცაგერში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროექტი ,,განახლებული რეგიონები", რომლის პირველი ეტაპი კოსტავას და რუსთაველის ქუჩებზე ფასადების განახლებას და ლადო ასათიანის სახელობის სკვერის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
თათბირზე განიხილეს ახლო მომავალში ცაგერში ჩასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის- ,,ღვინის ფესტივალი" და ,,ლეჩხუმლობა", აგრეთვე, იმსჯელეს, თუ როგორ წარსდგება ,,თბილისობაზე" ჩვენი კუთხე.
მერმა ანგარიში მოისმინა სამსახურების ხელმძღვანელებიდან და დეტალურად გაეცნო სხვადასხვა სფეროში არსებულ მდგომარეობას და გამოწვევებს.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები ალუდა თუთისანი და რევაზ ახვლედიანი.

სიახლეები