სიახლეები

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა.
ჩვენ მამულისთვის თავგანწირული აფხაზეთის და სამაჩაბლოს 16 ლეჩხუმელი გმირი გვყავს.
საქართველის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი სოფელ ჩხუტელში ყვავილებით შეამკეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მათმა მოადგილეებმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ვეტერანთა რეგიონალური სამსახურის უფროსმა ბესო ბაქრაძემ, ლეჩხუმის საზოგადოებამ.
პატივი მიაგეს გმირების უკვდავ ხსოვნას.

სიახლეები