სიახლეები

სოფელ ქვედა ცაგერში დასრულების პროცესშია სიბიკარის უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

სოფელ ქვედა ცაგერში დასრულების პროცესშია სიბიკარის უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გზაზე მოეწყო ცხაურები, სანიაღვრე არხები, ბეტონის საფარი.
ჩატარებული სამუშაოები ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალუდა თუთისანმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტს ახორციელებს შ.პ.ს ,,ჯთბ გოლდენ ეიჯ", რომლის ღირებულება 266 788 ლარია.
პროექტი 30 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

სიახლეები