სიახლეები

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა ტრადიციული ტურნირი ფრენბურთში სხვადასხვა დაწესებულებების გუნდებს შორის

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, ა(ა)იპ ფრენბურთის კლუბის ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, ჩატარდა ტრადიციული ტურნირი ფრენბურთში სხვადასხვა დაწესებულებების გუნდებს შორის.
შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასპორტო სკოლის, მერიის, საკრებულოს, ფეხბურთის კლუბის და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის გუნდებმა. შეჯიბრება ჩატარდა ორ ქვეჯგუფში წრიული სისტემით. ფინალურ შეხვედრაში საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის გუნდმა, რომელიც საჯარო სკოლების პედაგოგებით იყო დაკომპლექტებული, გაიმარჯვა საკრებულოს გუნდთან და მოიპოვა ტურნირის ჩემპიონობა. მეორე ადგილი წილად ხვდა საკრებულოს გუნდს. ხოლო მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა ფეხბურთის კლუბმა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ თასები, ფულადი პრიზები და ფასიანი საჩუქრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მათ მოადგილეებთან ერთად.

სიახლეები