სიახლეები

გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა ,,თბილისობა 2022-ს" უმასპინძლა

გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა
,,თბილისობა 2022-ს" უმასპინძლა.
დღესასწაულს წელს ცაგერის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
ლეჩხუმმა დამთვალიერებლისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები წარმოადგინა.კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ლეჩხუმმა", კულტურის ცენტრთან არსებულმა კამერულმა გუნდმა, ქალთა ანსამბლმა ,,მერდინმა", მამაკაცთა გუნდმა ,,სალაღობომ", მომღერალმა გულნაზ გოლეთიანმა, მსახიობმა ნატო სილაგაძემ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი გახლდათ ლეჩხუმური ხალხური რეწვის ნიმუშები, ცაგერის სამხატვრო სკოლის აქტიური ჩართულობით.
აგრეთვე, მრავალფეროვანი ლეჩხუმური სამზარეულო.
ლეჩხუმის კუთხეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ეწვივნენ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე, მომღერალი ანრი ჯოხაძე, ქართველი ვიზიტორები და უცხოელი ტურისტები.
ცაგერის მუნიციპალიტეტიდან სტუმრებს მასპინძლობდნენ მერი გიორგი ნემსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ლეჩხუმის საზოგადოება.

სიახლეები