სიახლეები

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა!

 

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე გილოცავთ ! პედაგოგის  პროფესია ხომ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, მასწავლებელს აქვს ყოველდღიური შეხება მომავალ თაობასთან, ჩვენს შვილებთან, ამიტომ მათი როლი განუსაზღვრელია მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეში.

მადლობა გიხდით პედაგოგებო, იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელსაც მომავალი თაობების ღირსეულად  აღზრდისთვის  ხარჯავთ,  ჩვეული პროფესიონალიზმითა და საკუთარი საქმის ერთგულებით თქვენ, ხომ კიდევ უამრავი თაობა უნდა   აღუზარდოთ  ქვეყანას.  ჯანსაღი და განათლებული თაობა ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალია, ამის მთავარი გარანტი კი სწორედ თქვენ ბრძანდებით, ჩვენო ძვირფასო მასწავლებლებო!  გისურვებთ წარმატებას და ახალ    ინოვაციებს პედაგოგიურ   საქმიანობაში!

                                            ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  ჭაბუკი  ჭაბუკიანი.

სიახლეები