სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საპატიო სტუმრებად მოწვეული გახლდნენ სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის პედაგოგები დირექტორთან, ნანა ბურჯალიანთან ერთად.მათ შორის, ფიზიკის უხუცესი პედაგოგო უფროსი მასწავლებლის სტატუსით ბატონი გრიგოლ ბურჯალიანი და ღვაწლმოსილი პედაგოგი ქალბატონი თამარ ქვარიანი.
ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ბელა საღინაძემ ისაუბრა სკოლის ისტორიაზე, პედაგოგებზე,განსაკუთრებით ასაკოვან მასწავლებლებს მოეფერა და ღონისძიების ბოლოს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
საზეიმო საღამოში მონაწილეობდნენ ლაჯანის სკოლის მოსწავლეები .
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქრისტინე კობახიძე მიესალმა პედაგოგებს და სიმბოლური საჩუქრები გადასცა მათ.
მასწავლებლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები ალუდა თუთისანი,რევაზ ახვლედიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე.
პედაგოგებს მათგანაც გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
ვულოცავთ ყველა პედაგოგს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს!


