სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ სამუშაო თათბირი გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ სამუშაო თათბირი გამართა მერის წარმომადგენლებთან ტერიტორიულ ერთეულებში და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან.
თათბირზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ძირითადი აქტივობები, მათ შორის: ინფრასტრუქტურული პროექტები, ტერიტორიულ ერთეულებში არსებული გამოწვევები, სოციალური პროგრამით დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობები და სხვა საკითხები.
მერმა მოისმინა ანგარიში და მოითხოვა მაქსიმალური ინფორმირებულობა რერიტორიულ ერთეულში არსებული მდგომარეობის შესახებ.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალუდა თუთისანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი.
შეხვედრის დასასრულს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაგდა ყურაშვილმა განცხადება გააკეთა 14 ოქრომბერს ცაგერის საავადმყოფოში დაგეგმილი უფასო გამოიკლევების შესახებ, რომელსაც ჩაატარებენ ,,ავერსის კლინიკის" კვალიფიციური ექიმები.
ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებს დაევალათ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება უფასო გამოკვლევების შესახებ

სიახლეები