სიახლეები
დეხვირის საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება შედგა
დეხვირის საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება შედგა.
სკოლას მოწვეული ჰყავდა ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომელთა უმეტესობამ დაასრულა აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობა, მაგრამ მისაბაძ მაგალითად რჩებიან მომავალი თაობებისათვის.
ღონისძიებაზე, რომელსაც ქალბატონი ლამზირა ონიანი უძღვებოდა, მონაწილეობას იღებდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები. არაერთი საინტერესო ისტორია და მოგონება მოვისმინეთ ღვაწლმოსილი ადამიანებისაგან, მუსიკის, პოეზიის თანხლებით.
სკოლის დირექტორმა ხათუნა ხეცურიანმა სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა საამაყო ადამიანებს, პედაგოგებს მიესალმა მერის პირველი მოადგილე ალუდა თუთისანი და წარმატებები უსურვა დეხვირის საჯარო სკოლას.
დასასრულს, ღვაწლმოსილმა პედაგოგებმა დირექტორთან და მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზოში თავიანთ სახელზე ხეები დარგეს, რომელიც მათივე ვარსკვლავით დამშვენდა, ღირსეული ადამიანების სახელების უკვდავსაყოფად სკოლის ისტორიაში.


