სიახლეები
ახალგაზრდობის სახლის საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივი მეწარმეებისთვის სასწავლო ტრენინგ-კურსი გაიმართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლის საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივი მეწარმეებისთვის სასწავლო ტრენინგ-კურსი გაიმართა - “როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“.
სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლებას, სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარებასა და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას.
სემინარების კურსის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ნინო წილოსანი. შეხვედრა სსიპ “აწარმოე საქართველოში", სსიპ სოფლის განვითარების სააგენტო”-ს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ჩატარდება.
შეხვედრას ადგილობრივ მეწარმეებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად ესწრებოდა მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.


