სიახლეები

ლეჩხუმი -2018"-ს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს ქალაქ ცაგერში

11 აპრილს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის "ლეჩხუმი -2018"-წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს ქალაქ ცაგერში.
საზოგადოების ამოცანაა თანადგომა გაუწიოს ლეჩხუმის მოსახლეობას,სტუდენტ ახალგაზრდობას.დაეხმაროს მოსწავლეებს საჭირო ლიტერატურით უზრუნველყოფაში.აკადემიურად გამორჩეულ ფინანსური პრობლემების მქონე სტუდენტებს შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიოს დახმარება და განახორციელოს ბევრი კეთილი საქმე.
ორგანიზაციის თავმჯდომარეა პროფესორი რობერტ გოლეთიანი.ორგანიზაციაში გაწევრიანებული არიან ლეჩხუმის ინტელიგენციის წარმომადგენლები,ზოგი მათგანი ლეჩხუმში მოღვაწეობს,ზოგი კი-ლეჩხუმის გარეთ.
საზოგადოების საქმიანობის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებას,სტაბილურ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ განვითარებას,ამ მიზნით სურვილს გამოთქვამს ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან,არასამთავრობი სექტორთან,ნებისმიერ პირთან,ვისთვისაც ქვეყნის კეთილდღეობა ამოსავალი პრინციპია
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი,მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

სიახლეები