სიახლეები
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემი სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და მისი პირველი მოადილე ქრისტინე კობახიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისა ფდა საკრებულოს თანამდებობის პირებს შეხვდნენ
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემი სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და მისი პირველი მოადილე ქრისტინე კობახიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრებულოს თავმჯდომარესთან და მერის მოადგილეებთან ერთად, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრისას, სამსახურების ხელმძღვანელებმა საკურატორო სფეროებში არსებული გამოწვევები და მიღწევები მიმოიხილეს.
განიხილეს ცაგერის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ‘’განახლებული რეგიონები’’-ს ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს, რომელიც აქტიურ ფაზაშია რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში, ასევე, ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიმოიხილეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მხრიდან დასახელებული დასაფინანსებელი პროექტები, რომლის დროული და ეფექტიანი შესრულება პრიორიტეტად განისაზღვრა.
მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები ცაგერის მუნიციპალიტეტში კვლავ გაიმართება.


