სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დღეს ქალაქ ცაგერში ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დღეს ქალაქ ცაგერში ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართება.
ამ წუთებში, ქ. ცაგერში ლადო ასათიანის სახელობის სკვერში ფესტივალისათვის მზადება მიმდინარეობს. 17:00 საათიდან კი ადგილზე სხვადასხვა ღონისძიებები დაიწყება.
საფესტივალო ტერიტორიებზე გაეცნობით და დააგემოვნებთ მრავალფეროვან ქართულ ღვინოს, ეზიარებით 8000-წლიან უწყვეტ ტრადიციას, დაათვალიერებთ ღვინის მარნებს, მონაწილეობას მიიღებთ გასართობ ღონისძიებებში, ისიამოვნებთ ქართული სამზარეულოთი, მუსიკით, ცეკვითა და სიმღერით.
ღვინის ფესტივალი 9-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს 25
ქალაქს მოიცავს.


