სიახლეები
სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ახლად დანიშნული მოადგილე- ლევან ზალკალიანი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს წარუდგინა
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ახლად დანიშნული მოადგილე- ლევან ზალკალიანი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს წარუდგინა.
ლევან ზალკალიანი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს დაინიშნა. მას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ კიდევ ერთხელ, ლევან ზალკალიანს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებში ბევრი მნიშვნელოვანი და მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი ,რაც უახლოეს დღეებში საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი. შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათი უმოკლეს ვადებში გამოსწორების აუცილებლობაზე.


