სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 17 ოქტომბერს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომის დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას.
სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა.
მიღებულ იქნა დადგენილება:
- „ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 დეკემბერის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.


