სიახლეები
2022 წლის 12 ოქტომბერს ფონდ „აფხაზინტერკონტის“ მიერ განხორციელდა სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის ბაზაზე შექმნილი აგრო -კლუბ „ნექტარი“ - ს ოფიციალური პრეზენტაცია
2022 წლის 12 ოქტომბერს ფონდ „აფხაზინტერკონტის“ მიერ განხორციელდა სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის ბაზაზე შექმნილი აგრო -კლუბ „ნექტარი“ - ს ოფიციალური პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის განათლების რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ირაკლი სილაგაძე და წარმომადგენელი ბატონი ამირან ახვლედიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები: ალუდა თუთისანი და რევაზ ახვლედიანი, მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გიორგი ხმელიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) ცაგერის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი, მეფუტკრეობის დარგის ტრენერ/ექსპერტი ბონდო ხეცურიანი, ა(ა)იპ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე-მარიამ ბენდელიანი, სკოლის დირექტორი ნუნუ კოპალიანი, სკოლის ადმინისტრაციისა და პედკოლექტივის წარმომადგენლები, აგრო კლუბ „ნექტარის“ წევრები და სკოლის მოსწავლეები.
ფონდ „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენელმა თამარ ელბაქიძემ ისაუბრა აგრო -კლუბის შექმნის მიზანზე, ამოცანებზე და მადლობა გადაუხადა მხარდამჭერ ორგანიზაციებს SDC – UNDP -ის.
გასაუბრება შედგა აგრო კლუბის წევრებთან, კონსულტანტ-ექსპერტებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, მოხდა ინფორმაციების გაცვლა, გაეცა მოსწავლეებისათვის საინტერესო კითხვებს პასუხი, რომელთა შორის ხაზი გაესვა ბიო- მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ნაკვეთზე მოსწავლეთა მუშაობის პროცესის დაგეგმვას და სკოლის პასუხისმგებლობას. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას, სწორ პროფორიენტაციას და აქტიურ ჩართულობას ბიოპროდუქციის ( ბიოთაფლის ) წარმოების პროცესში.


