სიახლეები
დასრულდა ,,გიორგავა ღელეზე" არხის ნაშალი მასისგან გაწმენდის და წყლის გამტარიანობის გაზრდის სამუშაოები.მოეწყო ბეტონის ახალი გამტარები
სოფელ ქვედა ცაგერში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", დასრულდა ,,გიორგავა ღელეზე" არხის ნაშალი მასისგან გაწმენდის და წყლის გამტარიანობის გაზრდის სამუშაოები.მოეწყო ბეტონის ახალი გამტარები.
აღნიშნული ღელე, ადიდების შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას,იტბორება, აგრეთვე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შედეგად არხი გაცილებით უფრო დიდი მოცულობის წყალს გაატარებს, რაც შედიოდა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებში, წყალდიდობის საშიშროების თავიდან ასაცილებლად.


