სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC) გიწვევთ

 
ჰაბის მიერ პროექტის - ,, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა’’ - ფარგლებში, 2018 წელს განხორციელებული და 2019 წელს დაგეგმილი საქმიანოებების პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება 
2019 წლის 16 აპრილს, ქ. ამბროლაურში, რეგიონული ჰაბი - ფონდ ,,აფხაზინტერკონტის’’ (AIC) ოფისში, ( მისამართზე: დ. აღმაშენებლის N 24)
მონაწილეთა რეგისტრაცია: 14:30 საათზე
პრეზენტაციის დაწყების დრო: 15:00 საათი
არაფორმალური ნაწილი, სადილი: 16:30 საათზე
მონაწილეებს მოემსახურებათ ტრანსპორტი, ორივე გზაზე
პრეზენტაციის მიზანია: რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამოქალაქო საზოგადოებას, სსო-ს, ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნოს პროექტის - ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა’’ - ფარგლებში, რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის მიერ 2018 წელს განხორციელებული და 2019 წელს დაგეგმილი საქმიანობები, მოახდინოს ფონდ „აფხაზინტერკონტის“ (AIC) განახლებული /მოდიფიცირებული ვებ/საიტის www.aic.org.ge - ერთიან ბაზაში დამატებული სპეციალური გვერდის/ფუნქციის პრეზენტაცია, სადაც განთავსებულია რეგიონში არსებული სსო–ბის და სათემო კავშირების შესახებ ინფორმაცია, მუნიციპალიტეტების მიხედვით, საქმიანობების სფეროებით და საკონტაქტო ინფორმაციებით.
პრეზენტაციის მონაწილეებს, დაურიგდებათ პროექტის გარგლებში გამოცემული საინფორმაციო ბროშურები და 2019 წლის კალენდარი, სადაც, განთავსებულია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციები.
პროექტი ,, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა ’' მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეების მიმართ და კავშირების განმტკიცებას რეგიონში მოქმედ აქტორებს შორის.
პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ,სამოქალაქო,საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტiაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიულიკვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. 
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი